რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონის დაბომბვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

7 სექტემბერს ს არმიის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
დონეცკის გუბერნატორმა, ვადიმ ფილაშკინმა Telegram-ით განაცხადა, რომ სამი – 24-დან 69 წლამდე კაცი მოკლეს ქალაქ კოსტანტინივკაში.
მისი თქმით, დაშავებულია ოთხი ადამიანი. 50-წლამდე ორი კაცი დაიღუპა დაბომბვისას ქალაქ ტორეცკის მახლობლად კოსტანტინოვკასთან.
საზოგადოებრივი მაუწყებელ Suspilne-ს მოჰყავს დონეცკის გენერალური პროკურატურის წარმომადგშენლის, ანასტასია მედვედევას ნათქვამი, რომ მეოთხე პირი – 57 წლის ქალი – დაშავდა კოსტანტინოვკაზე თავდასხმის დროს.
მედვედევამ თქვა, რომ ტორეცკში მოკლული ორი ადამიანი 52 და 53 წლის მამაკაცები იყვნენ.
7 სექტემბერს გვიან დაბომბეს ქალაქი ხარკოვიც, განაცხადა რეგიონის გენერალურმა პროკურატურამ. ხარკოვის რაიონის სოფელ მალა დანილივკაში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა და 10 კერძო სახლი დაზიანდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი – სამი ქალი და ერთი მამაკაცი.
ადრე, 7 სექტემბერს, იარაღის საწყობში გაჩენილმა დიდმა ხანძარმა აიძულა ადგილობრივ ხელისუფლებას 600-მდე ადამიანის ევაკუაცია მოეხდინა რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით ვორონეჟის რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ