ქართველი რეჟისორის ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო

ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილი“ ვენეციის 81-ე კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
„ძალიან დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და დიდი პატივია, რომელსაც ვიზიარებ ჩემს შეუდარებელ გუნდთან ერთად“, — განაცხადა დეა კულუმბეგაშვილმა.
ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური ერთობლივი ნამუშევარია. ქართულ მხარეს წარმოადგენს კინოკომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი“ (Independent Film Project) და პროდიუსერი არჩილ გელოვანი. „აპრილში“ მთავარ როლს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა