უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ბოლო, მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
მესამე და მეორე გოლები გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა.
მანამდე, პირველი გოლით, პენალტით ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.
მოწინააღმდეგის გუნდიდან საქართველოს ნაკრების კარში ერთი გოლი ლუკაშ კალვახმა გაიტანა.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება.
რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.
სამ დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად დაუპირისპირდება ალბანეთის ნაკრებს.
ცნობისთვის, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 177.55 მლნ ევროს შეადგენს, ჩეხეთის ნაკრების ფასი კი 170.45 მლნ ევროა.