ერმაკი სალივანს ტელეფონით ესაუბრა | საუბარი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებს შეეხო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს, ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ერმაკი Telegram არხზე წერს, საუბარი ში ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის თავდაცვის ძალების გადაუდებელ საჭიროებებს შეეხო.
“ჩვენ განვიხილეთ იარაღის წარმოების შესახებ პირველი უკრაინულ-ამერიკული კონფერენციისთვის მზადება, რომელიც გაიმართება 6-7 დეკემბერს ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტის ს და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ს შეთანხმებების შესაბამისად,” – წერს ერმაკი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს, -ს კონგრესის ორივე პალატასა და ამერიკელ ხალხს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის.