საქართველოს ნაკრები ჩეხეთის გუნდზე ძვირია – ვინ არიან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების ღირებულება და ამასთანავე, ვინ არიან ნაკრებების -5 ძვირადღირებული ფეხბურთელები.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 177.55 მლნ ევროს შეადგენს, ჩეხეთის ნაკრების ფასი კი 170.45 მლნ ევროა.
რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:
საქართველოს ნაკრები:
· – 80 მლნ ევრო
· გიორგი მამარდაშვილი – 45 მლნ ევრო
· გიორგი მიქაუტაძე – 20 მლნ ევრო
· ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
· ირაკლი აზაროვი – 3 მლნ ევრო
ჩეხეთის ნაკრები:
· თომაშ სოუჩეკი – 30 მლნ ევრო
· პატრიკ შიკი – 22 მლნ ევრო
· ადამ ჰლოჟეკი – 12 მლნ ევრო
· მარტინ ვიტიკი – 12 მლნ ევრო
· ლადისლავ კრეიჩი – 10 მლნ ევრო
წყარო: ბიზნესპრესნიუსი