ანა წითლიძე – მაქვს სია, სადაც შემავალი პირები დღეს უნდა აირჩიონ საუბნო კომისიის წევრებად – კანონში წერია, რომ საუბნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, მაგრამ ამ სიაში მყოფ პირებს არანაირი კავშირი არა აქვთ მიუკერძოებლობასთან და ობიექტურობასთან

მე მაქვს სია, სადაც შემავალი პირები დღეს უნდა აირჩიონ საუბნო კომისიის წევრებად. კანონში წერია, რომ საუბნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, მაგრამ ამ სიაში მყოფ პირებს არანაირი კავშირი არა აქვთ მიუკერძოებლობასთან და ობიექტურობასთან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ, საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის თაობაზე გამართულ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით ირჩევა და არა მიუკერძოებლები, არამედ „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები იქნებიან.
„ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიას კარგად ცნობილი მირანდა მესხი ხელმძღვანელობს, რომელსაც წინა არჩევნებზე სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ დანაშაულ ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. ამავე დროს, მე მაქვს სია, სადაც შემავალი პირები დღეს უნდა აირჩიონ საუბნო კომისიის წევრებად. კანონში წერია, რომ საუბნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, მაგრამ ამ სიაში მყოფ პირებს არანაირი კავშირი არა აქვთ მიუკერძოებლობასთან და ობიექტურობასთან“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ