ილონ მასკის Neuralink-მა დამატებითი $43 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა

ილონ მასკის ტვინის ჩიპების კომპანია Neuralink-მა დამატებით $43 მლნ შეაგროვა. ამის შესახებ TechCrunch SEC-ი წერს.
განცხადებაში ჩანს, რომ Neuralink-მა წინასწარი ტრანში Peter Thiel’s Founders Fund-დან $280 მილიონიდან $323 მილიონამდე გაზარდა. დაფინანსებაში მონაწილეობა 32-მა ინვესტორმა მიიღო.
Neuralink-ი ბოლო პერიოდში არ აქვეყნებდა ფინანსურ მონაცემებს. ივნისში Reuters-მა განაცხადა, რომ კომპანიის ღირებულება 5 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.
2016 წელს დაარსებულმა Neuralink-მა შეიმუშავა მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ტვინში ულტრა თხელი ძაფების იმპლანტაცია. ისინი მიმაგრებულია სპეციალურ ჩიპზე, რომლის ელექტროდებსაც შეუძლიათ ინფორმაციის წაკითხვა ტვინის ნეირონებიდან.
ტვინის სიგნალების წაკითხვის იმპლანტები არის ტექნოლოგია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობს. მაგრამ Neuralink-ის ინოვაცია არის ის, რომ უსადენოდ იმპლანტანტები გაკეთდა და გაიზარდა იმპლანტირებული ელექტროდების რაოდენობა.
კომპანია იმედოვნებს, რომ მისი გამოგონება ისეთი დაავადებებისთვის გახდება გახდება გამოსავალი, როგორიცაა დამბლა და სიბრმავე.