აზიის განვითარების ბანკი აძლიერებს სტრატეგიულ ფოკუსს და ზრდის დახმარებას მთავარ პრიორიტეტებზე – Forbes

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა ახალი, ამბიციური გზამკვლევი ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისა და აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების წინაშე მდგომ გამოწვევებთან გამკლავების გასაძლიერებლად, მათ შორის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებებისა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის გასაზრდელად.
ADB-ის სტრატეგია 2030-ის შუალედური განხილვა — ბანკის კორპორაციული სტრატეგიის განახლებული დოკუმენტი — აჩვენებს თუ როგორ გარდაიქმნება ბანკი სწრაფად ცვალებად გარემოში და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ხელს უშლის მის ხედვას გახადოს რეგიონი წარმატებული, მრავალმხრივი, მედეგი და მდგრადი.
“კასკადურმა შოკებმა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში შეაფერხა წლების განმავლობაში მიღწეული განვითარების პროგრესი. ADB აახლებს ხედვას, აძლიერებს ფინანსურ შესაძლებლობებს და ოპერაციულ მიდგომას, რათა წევრ ქვეყნებს დაეხმაროს ამ უპრეცენდენტო გამოწვევების დაძლევაში, მათ შორისაა კლიმატისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისები და ეკონომიკური და ფისკალური მოწყვლადობა,” განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. “ჩვენი დახმარება ახლა ყველაზე მეტად საჭიროა. ახალი გზამკვლევი უპრეცენდენტოდ ზრდის ADB-ის საქმიანობის ამბიციასა და ფოკუსს და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გაბედული მოქმედებითა და ტრანსფორმაციული შედეგით მივაღწიოთ დასახულ მიზანს.”
ვრცლად forbes.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ