ბრიტანულმა მარეგულირებელმა Google-ის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება შეამჩნია

ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ორგანო (CMA) თვლის, რომ ამერიკული Google (Alphabet Inc.-ის საკუთრება) ბოროტად იყენებს დომინანტურ პოზიციას ონლაინ რეკლამის ბაზარზე საკუთარი სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, კონკურენტების საზიანოდ – ინფორმაციას მედია ავრცელებს.
მარეგულირებელი შეშფოთებულია იმით, რომ Google სარგებლობს თავისი დომინანტური პოზიციით სექტორში საკუთარი სერვისების პოპულარიზაციისთვის – თქვა CMA-ს წარმომადგენელმა ჯულიეტ ენსერმა.
„ჩვენ ადრე დავადგინეთ, რომ კომპანია იყენებს თავის პოზიციას კონკურენციის შეზღუდვისთვის, როდესაც საქმე ეხება რეკლამას, რომელსაც ხალხი ხედავს ვებსაიტებზე,“ – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ