ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება „ქართული ოცნება“, ოპოზიცია უბრალოდ ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე

ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება „ქართული ოცნება“, ოპოზიცია უბრალოდ ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე
ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე.
„ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ოპოზიციას, ერთია არის ლელო, რომელიც ამბობს 1000 ლარიან პენსიას, მეორე არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამბობს 500 ევროიან პენსიას, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილი ციფრები, რომელსაც არ აქვს არავითარი მყარი საფუძველი. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გამოვდივართ დაპირებებით, ჩვენი დაპირებები ეფუძნება კონკრეტულ, რეალურ გათვლებს. ჩვენ ვითვლით იმას, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იქნება საბიუჯეტო პარამეტრები და ამის შესაბამისად, რისი საშუალება ექნება ქვეყანას პენსიების მიმართულებით თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. რაც შეეხება ოპოზიციას, ის უბრალოდ ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე: არა მხოლოდ ამის ბერკეტი არ აქვს, არამედ არც ერთი იმ მავნებლური განცხადების, არაერთი გადადგმული ნაბიჯის, რომელიც კონსტიტუციაში მოდიოდა წინააღმდეგობაში

დავით მათიკაშვილი Human Right Watch -ს დასკვნაზე: როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში