15 დეკემბრამდე ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცეს და სირთულეები შეუქმნას ქვეყანას – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ს განცხადებით, 15 დეკემბრამდე ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ხელის შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და სირთულეები შეუქმნას ქვეყანას.
მისი თქმით, დესტრუქციის და საბოტაჟის სტრატეგია ოპოზიციის მხრიდან, მომავალშიც მოსალოდნელია.
“წინა საარჩევნო პერიოდში ისაუბრებენ ყველაფერზე, გამოიყენებენ სიტყვა – დათქმას, გამოიყენებენ პირობას და ეცდებიან, რომ 15 დეკემბრამდე, იქნებ კიდევ რაიმე სირთულე შეუქმნან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის სტრატეგიული ამოცანა და მის უკან იმაზე ლაპარაკი, რომ ისინი არ იყვნენ ჩართულები გეგმის შემუშავებაში, აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილი მიზეზია, რომელიც მათ არასდროს არ გამოელევათ. ვფიქრობ, მომავალშიც იქნება დესტრუქციული საბოტაჟის სტრატეგია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ის, რაც დღეს ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, ქართველი კაცის ქცევას არ ჰგავს! მიკროფონგარჭობილი ვიღაც ქალოია რუსეთის დროშას აშარდავს! თუ მართლა მტრის, რუსეთის დამარცხება გინდა, გაასხი უკრაინაში და ეომე რუსებს, ვინც მოგიწონა ისინიც თან წაიყოლე და მაგით ამტკიცე შენი მტერთან ბრძოლა!

საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა