პრემიერმა კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა გვთხოვა — შაჰინი

ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, რომ -ს შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ.
ამის შესახებ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტით 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს, ხოლო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა. ჯინ შაჰინმა თქვა, რომ მთავრობის თავმჯდომარეს გაუზიარა შეშფოთება უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებით.
„ისინი აცხადებენ, რომ ეს კანონი გამჭვირვალობისთვისაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე, ნებისმიერ განსხვავებულ აზრთან დაპირისპირებაზე. პრემიერ-მინისტრთა შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობდით აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებზე, გამოვხატეთ შეშფოთება ამ ურთიერთობების გაუარესებაზე და „ქართული ოცნების“ ნების არარსებობაზე, უპასუხოს ამ წუხილებს. და მისი ერთი თხოვნა იყო, რომ შევწყვიტოთ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა: „ეს არის დემოკრატია”. იგი განსხვავებული აზრის ჩახშობას არ გულისხმობს. კრიტიკა დემოკრატიის ნაწილია“, — განაცხადა შაჰინმა.
სენატორი კიდევ უფრო შემაშფოთებლად აფასებს საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე.
„პრინციპში, ისინი საუბრობენ ავტოკრატიად გადაქცევაზე. მათ უნდათ იყვნენ დიქტატურა და არა დემოკრატია“, — დასძინა შაჰინმა.
ჯინ შაჰინს ესმის, რომ საქართველოს რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, მაგრამ მისთვის გაუგებარია, რატომ იმეორებს საქართველოს რუსულ კანონებს, როდესაც როცა ს ფედერაციას ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიის 20%.
სენატორმა განმარტა აშშ-ის მხრიდან საქართველოში სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადება: „როგორც თავდაცვის მინისტრს და პრემიერს ვუთხარით, ჩვენთვის ძნელია გავამართლოთ ჯარების მონაწილეობა და სამხედრო წვრთნები მთავრობასთან, რომელიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მის დამხობას ცდილობს. თქვენ გაქვთ ეს შეთქმულების თეორია, რომ შეერთებული შტატები ხელისუფლების დამხობას ცდილობს. ჩვენ არ გვინდა რაიმეს გაკეთება, რაც ხელს შეუწყობს ამ შეთქმულების თეორიას“, — განაცხადა ჯინ შაჰინმა.
ამ თემაზე:
სენატორი შაჰინის და კონგრესმენი ტერნერის განცხადებები საქართველოში ვიზიტის შემდეგ

ასევე დაგაინტერესებთ