“ბენფიკას” კვლავ ბრუნო ლაჟე გაწვრთნის

48 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ბრუნო ლაჟე “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან გუნდიდან დათხოვნილი როჯერ შმიტდი შეცვალა.
ლაჟე ლისაბონელებს 2019/20 წლების სეზონში უკვე ავარჯიშებდა, რა პერიოდშიც პორტუგალიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
გამოცდილი მენეჯერი ბოლოს ბრაზილიურ “ბოტაფოგოს” ედგა სათავეში, იქამდე კი პრემიერლიგაშიც მოასწრო მუშაობა, სადაც “ვულვზს” თავკაცობდა.