ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ავტორიტარიზმისკენ მიდის

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ავტორიტარიზმისკენ მიდის და “შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული”. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერმა გერმანულ გამოცემა “შპიგელთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
კიევის მერის თქმით, ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე იყო, აშკარა ქაოსი იყო და მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, მაგრამ პრეზიდენტის ოფისში, კლიჩკოს თქმით, ისინი მხოლოდ დაბრკოლებად განიხილებიან.
ჟურნალისტის კითხვას, ემუქრება თუ არა დემოკრატიას უკრაინაში სერიოზული საფრთხე, კლიჩკომ დადებითი პასუხი გასცა.
ამასთან, კიევის მერმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან არ ჰქონია .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება