ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გამოდიან – “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გამოდიან. მათი განცხადებით, პარტიის ახალმა მენეჯმენტმა პოლიტსაბჭო უკანონოდ დაშალა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნები ჩაატარა.
განცხადების ავტორების თქმით, ერთადერთი გამოსავალი, ხაბეიშვილისა და მისი თანამოაზრეებისგან პარტიის დაცლაა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მელიქ რაისიანის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” კულისებს მიღმა მმართველობაა.
“პარტიაში ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ვერ ვხვდები, რისთვის მიდის ბრძოლა. “ნაციონალურ მოძრაობაში” კულისებს მიღმა მმართველობაა. ვფიქრობ, პარტიაში გუნდური მმართველობა უნდა იყოს და არა ერთპიროვნული”, – განაცხადა მელიქ რაისიანმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ვართან ჩოკანდარიანის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ვანო მერაბიშვილის კარნახით მოქმედებს.
“ლევან ხაბეიშვილს თავის ახირებები აქვს, ისიც კი არ იცის თავმჯდომარეობა რას ნიშნავს, მერაბიშვილი დაწერს შავით თეთრზე და ხაბეიშვილი მას ახმოვანებს. ამდენი ხანია ერთი და იგივე წრეზე დავდივართ და არაფერი იცვლება. მგონია, ახალ მენეჯმენტში ყველაფერ ცუდს გააზრებულად აკეთებენ”, – განაცხადა ვართან ჩოკანდარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე

„დარიალის“ უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას. ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი