ანა წითლიძე პრემიერს – ხელი მოკიდეთ თქვენს დელეგატს, დათა კოდუას, ჩამობრძანდით ზუგდიდში, შევიდეთ თხილის საშრობ შენობაში და ზუგდიდელებს აუხსენით, რატომ ჩაიყარა წყალში 2 მილიონი, ვინც გაძარცვა ეს შენობა, გაიტანა 500 000 ლარის დანადგარები

მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, როცა ხალხს ატყუებთ მოგონილი შეთქმულების თეორიებით, ხელი მოკიდეთ თქვენს დელეგატს დათა კოდუას, ჩამობრძანდით ზუგდიდში, ჟურნალისტებთან ერთად შევიდეთ თხილის საშრობ შენობაში და ზუგდიდელებს აუხსენით, რატომ ჩაიყარა წყალში 2 მილიონი, ვინ მოიპარა ხალხის ფული, ვინ არის ადამიანი, ვინც გაძარცვა ეს შენობა, გაიტანა 500 000 ლარის დანადგარები და რატომ არავინ აგო ამაზე პასუხი? – ამის შესახებ „ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ დარჩელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შენობა, რომელიც „2017 წელს ზარ-ზეიმით გაიხსნა“, დღეს მიტოვებული და გაძარცულია.
„მაშინ, როდესაც ამ დრომდე დაკავებული ჰყავთ თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების” დელეგატის დათო კოდუას მამა თავს დაესხა დარჩელის შტაბს და ახალგაზრდა გოგოებს აკუწვით ემუქრებოდა, მინდა გაჩვენოთ, რატომ უნდა მივიდეს ყველა 26 ოქტომბერს არჩევნებზე და რატომ უნდა გადავირჩიოთ „ქართული ოცნება”. „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რათა საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, მოპარული მილიონები შეინახონ და საკუთარი შვილები სიმდიდრეში აცხოვრონ, თქვენი შვილები კი გააქციონ ემიგრაციაში და აცხოვრონ სიღარიბეში.
რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ დელეგატმა დათა კოდუამ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ ააშენეს ევროსტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი და ადგილობრივები დავასაქმეთო. სადაც ახლა მე ვარ, ეს სწორედ დარჩელში მდებარე ის საშრობია, რომელზეც ბატონი კოდუა საუბრობდა და რომელიც 2017 წელს ზარ–ზეიმით გახსნა “ქართულმა ოცნებამ”, სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მან გვითხრა, რომ ეს იქნებოდა საშრობი, თხილის ქარხანა და რომელიც დაასაქმებდა ადგილობრივებს. ეს ქარხანა სახელმწიფო ფულით აშენდა, მასში 2 მილიონი დაიხარჯა და დღეს მიტოვებული და გაძარცულია. ამას გარდა, 500 000 ლარის ღირებულების დანადგარები, რომელიც სახელმწიფო ფულითაა შესყიდული, შენობიდან გატანილი და გაძარცულია და მთელმა ზუგდიდმა იცის, ვინ არიან ადამიანები, ვინც ამ შენობის გაძარცვაში მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ამილახვარი – ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად- საზოგადოებას მინდა ვუთხრა, პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, გაუფრთხილდით მათ