ივლისში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 9.2 მლნ ლარით შემცირდა

ივლისში ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 9.2 მლნ ლარით შემცირდა და 619.1 მლნ ლარს გაუტოლდა – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის 2024 წლის სექტემბრის “თვის მიმოხილვაში”.
“თვის მიმოხილვის” თანახმად, ვადაგადაცილებული სესხების 38.0% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.