ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

2024 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 712 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 145 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 67 მილიონი ლარი, რაც გაორმაგებული მაჩვენებელია.
კომპანიების ანგარიშგების მიხედვით, 19 სადაზღვევო კომპანიიდან 3 ზარალზე გავიდა.
ზარალიანი სადაზღვევო კომპანიები შემდეგია:
· გრინ დაზღვევა საქართველო – ზარალი 263 800 ლარი.
„პრაიმის“ მოზიდული პრემია 2024 წელს 2 მლნ ლარი გახდა. კომპანიის მიერ ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალი კი 4.3 მლნ ლარი იყო.
· სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია – ზარალი 742 908 ლარი.
„ბენეფიტის“ მიერ მოზიდულმა პრემიამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 41 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (28 მლნ ლარი). კომპანიის ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალი 17 მლნ ლარი იყო.
· პსპ დაზღვევა – ზარალი 1.3 მლნ ლარი.
„პსპ“-ს მიერ მოზიდულმა პრემიამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 32 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია (24 მლნ ლარი). კომპანიის ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალი 19 მლნ ლარი იყო.
2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.