დონალდ ტრამპი ებრაელ დონორებს – მიგატოვებენ, ისრაელი აღარ გექნებათ, თუ კამალა ჰარისი პრეზიდენტი გახდება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ებრაელ დონორებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ მათ მიატოვებენ, თუ „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, პრეზიდენტი გახდება.
„თქვენ მიგატოვებენ, თუ ის პრეზიდენტი გახდება და ვფიქრობ, თქვენ უნდა აუხსნათ ეს თქვენს ხალხს. თქვენ არ გექნებათ , თუ ის პრეზიდენტი გახდება“, – აღნიშნა ტრამპმა ლას-ვეგასში, „რესპუბლიკურ ებრაულ კოალიციასთან“ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში აკრძალავს ლტოლვილთა განსახლებას „ტერორით სავსე“ ტერიტორიებიდან, როგორიცაა ღაზა და დააპატიმრებს „ჰამასის მომხრე ავაზაკებს“, რომლებიც ვანდალიზმში არიან ჩართულები. მისივე მტკიცებით, -ის უნივერსიტეტები დაკარგავენ აკრედიტაციას და ფედერალურ მხარდაჭერას “ანტისემიტური პროპაგანდის” გამო.
”კოლეჯებმა უნდა დაასრულონ ანტისემიტური პროპაგანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ აკრედიტაციას და ფედერალურ მხარდაჭერას”, – აღნიშნა ტრამპმა, რომელიც 1000-ზე მეტ დონორს დისტანციურად ესაუბრა.
კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბს ტრამპის გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ