ვოლოდიმირ ზელენსკი სამთავრობო ცვლილებებზე – მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ინსტიტუტებმა ახლა კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ, ვიდრე ადრე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოელის, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ სამინისტროები უფრო აქტიურად იმუშავებენ, ვიდრე აქამდე.
„სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა. მადლობელი ვარ პარლამენტის შესაბამისი კანდიდატების მხარდაჭერისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ინსტიტუტებმა ახლა რაც შეიძლება აქტიურად იმუშაონ – კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე. ყველა დონეზე. მეტი ინვესტიცია პარტნიორებისგან უკრაინის თავდაცვის წარმოებაში, უფრო აქტიური პროგრესი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში – ეს არის მომავალი გაწევრიანების შეთანხმების მომზადება. უფრო მეტი ურთიერთობა და ურთიერთგაგებაა ცენტრალურ ხელისუფლებასა და თემებს შორის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტი ასევე ელის მეტ მხარდაჭერას ფრონტისთვის და იარაღის მიწოდების, ენერგოსექტორის დაცვის და განადგურებულის აღდგენის კუთხით. ამოცანები ასევე მოიცავს რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას საზღვარგარეთ, გლობალურ უკრაინულ საზოგადოებასთან მუშაობას და სახელმწიფოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს