„ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამა, „ილიას გზა“ წარადგინა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“, რომელიც „ლელოს“, „თავისუფლების მოედანს“, „მოქალაქეებს“ და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ აერთიანებს, წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. მას „ილიას გზა“ ჰქვია.
პროგრამის თანახმად, კოალიციას სურს, დააწესოს რიგი შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსული ბიზნესისთვის. კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ საქართველოში მიწის ყიდვა, კომპანიებს კი ტენდერებში მონაწილეობა. ასევე, უნდა დაწესდეს „საოკუპაციო მოსაკრებელი“ რუსული ბიზნესისთვის. ასევე, უნდა აიკრძალოს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის.
გარდა ამისა, კოალიცია აცხადებს, რომ აქვს კონკრეტული გეგმა 200 ათასი სამუშაო ადგილის შესაქმნელად და პენსიის 1000 ლარამდე ზრდისთვის. ამ გეგმების დეტალებზე პრეზენტაციისას არ უსაუბრიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ