ბუდაპეშტის პოპულარულმა უბანმა შესაძლოა AirBnb აკრძალოს

იყოს თუ არ იყოს? ბუდაპეშტის მე-6 უბნის მცხოვრებლები კენჭს უყრიან AirBnb-ის საშუალებით მოკლევადიანი გაქირავების საკითხს.
ბუდაპეშტის მეექვსე უბანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია უნგრეთის დედაქალაქში ჩასულ ტურისტებს შორის.
ფულის გამომუშავების იმედით, სახლის მეპატრონეები მთელ სახლებს მინი-სასტუმროებად აქცევენ და მუდმივად ზრდიან ფასებს.
ბუდაპეშტის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტურისტები ქალაქის მცხოვრებლებს ავიწროებენ. ტერიტორიის მცხოვრებლები AirBnb რესურსის საშუალებით ბინების გაქირავების აკრძალვის საკითხზე ორკვირიან რეფერენდუმში მონაწილეობენ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.
რაიონის მცხოვრებლები AirBnb–ის საშუალებით ბინების გაქირავების აკრძალვის საკითხზე ორკვირიან რეფერენდუმში მონაწილეობენ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.
euronews