BK Construction ვალეში პროფესიულ სასწავლებელს ხსნის – ინვესტიცია ₾3 მლნ-ია

პროფესიულ განათლებაში კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში BK Construction კოლეჯ კონსტრუქტ2-ის ბაზას აფართოებს. ზესტაფონის შემდეგ, კიდევ ერთი პროფესიული სასწავლებელი ახალციხეში, კერძოდ ვალეში ნოემბრიდან დაიწყებს სტუდენტების მიღებას. გადაცემა რედაქტ2-ში კონსტრუქტ2-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა განაცხადა, რომ პროექტში პირველ ეტაპზე 3 მილიონის ლარის ინვესტირება იგეგმება. კოლეჯი გააერთიანებს კამპუსსაც, რაც სტუდენტებს ადგილზე ცხოვრების და დაფინანსებული სწავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.