საცალო გაყიდვები ევროზონაში ივლისში მოსალოდნელზე ცუდად გაიზარდა

ევროზონაში საცალო გაყიდვები ივლისში წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა, იტყობინება ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური.
Bloomberg-ის ცნობით, ანალიტიკოსები საშუალოდ 0.2%-ით ზრდას ელოდნენ.
სურსათის, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო ავტომობილების საწვავის 1%-ით შემცირდა.
interfax