ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიე დაასახელა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ემანუელ მაკრონმა მიშელ ბარნიეს, რომელიც „ბრექსითის“ საკითხზე ევროკავშირის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელია, მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში, ეროვნული ასამბლეის ს შემდეგ პოლიტიკური ჩიხი შეიქმნა. მემარცხენე პარტიების კოალიციამ, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, პრეზიდენტ ს კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ კი – მესამეზე. ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა არცერთ პარტიულ ჯგუფს არ აქვს.
ipn.ge