სასკოლო მზაობა ევექსთან ერთად

ევექსში და კარავში (ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრი) ერთობლივი სასკოლო აქცია საქართველოს ბანკთან ერთად დაიწყო.

აქცია 6-18 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

სკოლის დაწყება მნიშვნელოვანი ეტაპია ყველა ბავშვის ცხოვრებაში. ამ დროს იცვლება მისი სოციალური როლი და სკოლამდელი ასაკის შემდგომ იწყება ეტაპი, როცა ბავშვს უჩნდება ახალი მოვალეობები, პასუხისმგებლობები, ახალი სოციალური ურთიერთობები; ეცვლებათ რეჟიმი, უწევთ ყურადღების კონცენტრირება. სკოლასთან და ახალ რეჟიმთან ადაპტაციიის პროცესი ბავშვბთან სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ზოგისთვის ეს პროცესი რთულია, ზოგი კი მარტივად ეგუება ამ ცვლილებებს.
სკოლის დაწყებამდე რეკომენდებულია პედიატრთან ვიზიტი, რომ მან შეაფასოს ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ მხედველობის შემოწმებაზე, რომ სკოლასთან დაკავშირებული დატვირთვის შემდგომ თავი ავარიდოთ მხედველობასთან დაკავშირებილ სხვადასხვა გართულებებს. ოფთალმოლოგის გარდა, ინტენსიური ზრდის პერიოდში მნიშვნელოვანია რეაბილიტოლოგის კონსულტაცია ისეთი პათოლოგიების გამოსარიცხად, როგორიცაა ხერხემლის გამრუდება, ტანდეგობის დარღვევა და ა.შ.

ჯანმრთელობის პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება სასკოლო ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასურველია პრევენციული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების (როგოროცაა სისხლის საერთო ანალიზი, D ვიტამინი, თუთია, რკინა, B12 ვიტამინი) და სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციების სწორად და რეგულარულად ჩატარება. D ვიტამინის ნაკლებობა დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
სწორედ ამიტომ, 6-18 წლამდე მოსწავლეები სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე ისარგებლებენ შემდეგი ფასდაკლებებით:
ევექსი: