ის ისარგებლებს შემთხვევით და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ასევე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაივლის კონსულტაციებს – ბექა ოდიშარია პრემიერ-მინისტრზე

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევა.
მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი როგორც ყოველთვის, ისარგებლებს შემთხვევით და ამ ფორუმზე შეკრებილ ევროპელ ლიდერებთან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის.
“ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევა. ბუნებრივია, იქ იკრიბებიან ქვეყნების ლიდერები, მათ შორის, დასავლელი ლიდერები და დარწმუნებული ვარ, კულუარებში, როგორც ყოველთვის, ის ისარგებლებს შემთხვევით და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე გაივლის კონსულტაციებს ყველა იმ ლიდერთან, რომელთა გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 15 დეკემბერს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა

როგორც მელიას შემთხვევაში, ახლაც, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის