“ამათი “ გაკულაკება “ და ქონების ჩამორთმევა თუ არ მოხდა – ამ ქვეყანას არაფერი ეშველება” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, :
— არ იფიქროთ რომ სსრკ-ს მივსტირივარ – უბრალოდ ფაქტები
— სსრკ-ს შემქმნელ ლენინს შთამომავლობა არ ჰყავდა და ვერც ვერაფერს დაუტოვებდა , მაგრამ თვალი გადავავლოთ თუ რა ქონება დაუტოვა მსოფლიოში რესურსებით ყველაზე მდიდარი ქვეყნის პირველმა პირებმა თავიანთ ოჯახებს 1) სტალინი – 600 მანეთი შემნახველ ბანკში და მეტი არაფერი 2) ხრუ – 3 ოთახიანი ბინა მოსკოვში და მეტი არაფერი 3) ბრეჟნევი – 4 ოთახიანი ბინა მოსკოვის ცენტრში და სხვა არაფერი 4) ანდროპოვი – 4 ოთახიანი ბინა მოსკოვში და სხვა არაფერი 5) ჩერნენკო – 5 ოთახიანი ბინა მოსკოვში ამ მცირე ქონების მეტი , მსოფლიოში უძლიერესი და უმდიდრესი იმპერიის მმართველებს არაფერი დაუტოვებიათ შთამომავლებისთვის.დღეს მათი ოჯახები ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებით ცხოვრობენ, ზოგს უჭირს კიდეც მატერიალურად ახლა საქართველო ავიღოთ – რა მოიპარეს ამ ყოფილმა თუ მოქმედმა მინისტრებმა და დეპუტატებმა იმდენი რომ მათი შთამომავლები დაბადებამდე მილიონრები არიან ევროპაც კი გააოცეს ქართული ოცნებისა და ნაცების ოჯახის წევრებმა თავიანთი უძვირფასესი ჩაცმულობით,ბრილიანტებით,საათებით , მანქანებით – მათ უმრავლესობას ევროპაში ისეთი ვილები და სასახლეები აქვს რომ ჰერცოგებს შეშურდებოდათ – აი ვის მოუპარია და ვინაა ჯიბის ქურდი
დამიჯერეთ – ამათი “ გაკულაკება “ და ქონების ჩამორთმევა თუ არ მოხდა – ამ ქვეყანას არაფერი ეშველება

ასევე დაგაინტერესებთ