გარდა ფორუმის ფორმატში გაწეული ძალისხმევისა, მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სხვადასხვა ლიდერებთან – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დუბაის ფორუმი საგანგებო მნიშვნელობისაა, სადაც შეიძლება დაიძლიოს ის კონფრონტაცია, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი ამოცანაა.
მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ფორუმის ფორმატში გაწეული ძალისხმევის გარდა, მნიშვნელოვანია მისი შეხვედრები სხვადასხვა ლიდერებთან.
“დუბაის ფორუმი საგანგებო მნიშვნელობის არის. ეკონომიკური თანამშრომლობის თემა მსოფლიოში ნომერ პირველი ამოცანაა, რომელმაც შეიძლება დაძლიოს ის კონფრონტაცია, ის ცეცხლი, სისხლი, რომელიც სამწუხაროდ, ისტორიის ამ მონაკვეთს ახასიათებს. საყურადღებოა და გარდა ამ ფორუმის ფორმატში გაწეული ძალისხმევისა, მნიშვნელოვანია მისი შეხვედრები სხვადასხვა ლიდერებთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ნებისმიერ საჭირბოროტო საქმეზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება

მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში

თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს