“ზურგის ქარი მისურვებია მათთვის ამ გზაზე” – ბექა ოდიშარია “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებაზე

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობის წევრებს არ უკვირთ, რაც ახლა ოპოზიციურ პარტიაში ხდება.
მმართველი გუნდის წევრის, ს განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა თანაპარტიელების ნაწილს იმდენად შეაძულა თავი, რომ თავმჯდომარეობის პოსტის გაუქმებას მოითხოვენ.
“ხაბეიშვილი რაც არის კი ხედავთ “ქურქუმალვაითი” – ადამიანმა ისე დაიყენა საქმე, რომ არა მხოლოდ ქართველი ხალხი, რომელიც მას ვერ იგუებს და ვერ იტანს კიდეც, საკუთარ პარტიაში ვეღარ ეგუებიან, ნახევარი პარტია აუჯანყდა და მის გადაყენებას მოითხოვენ. იმდენად შეაძულა ხალხს თავი, რომ თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას ითხოვენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ეს ბუნებრივია, ზურგის ქარი მისურვებია მათთვის ამ გზაზე”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
“ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა დიქტატორული მართვის პრინციპებზე იყო დაფუძნებული, რაც ახლაც არ შეცვლილა.
“ეს ე.წ პარტია შექმნის დღიდან, დიქტატორულ მმართველობაზე იყო დაფუძნებული. ვფიქრობ, მოდელი არ შეცვლილა. ახლა დარჩენილ თანამებრძოლებს, ვისაც თვლის, რომ აუმხედრდნენ და მის მოსაზრებებს ბოლომდე არ იზიარებენ, ახლა დადგა მათი განადგურების დრო და ახლა ამით არის დაკავებული, მოახლოებული ს წინ”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ის, რაც დღეს ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, ქართველი კაცის ქცევას არ ჰგავს! მიკროფონგარჭობილი ვიღაც ქალოია რუსეთის დროშას აშარდავს! თუ მართლა მტრის, რუსეთის დამარცხება გინდა, გაასხი უკრაინაში და ეომე რუსებს, ვინც მოგიწონა ისინიც თან წაიყოლე და მაგით ამტკიცე შენი მტერთან ბრძოლა!

საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა