ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით, ამისთვის ემზადებოდნენ ჩვენი მებრძოლები ზავის დროს, “ჰამასზე” სრული გამარჯვებისთვის – ნეთანიაჰუ

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა განახლდა, თუმცა “ჰამასი” პირობას დებს, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე, ისრაელთან ტყვეების გაცვლა არ მოხდება. ამ ფონზე კი “ცახალში” ამბობენ, რომ სამხედროები ღაზაში ბრძოლას სრული ძალით დაუბრუნდნენ.
ს პრემიერ-მინისტრი, პირობას დებს, რომ ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ.
“ჩვენ განვსაზღვრავთ უსაფრთხო ტერიტორიებს [ღაზაში]საერთაშორისო სააგენტოებთან და ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ჩვენ განვსაზღვრავთ უსაფრთხო ტერიტორიებს, სადაც მოსახლეობამ იცის, რომ ევაკუაცია შეუძლია. ჩვენ ეს გავაკეთეთ ჩრდილოეთში და გავაკეთებთ სხვაგანაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არ გვაქვს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების სურვილი. გვინდა მოვერიდოთ მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, დავაზარალოთ “ჰამასი”. იმისთვის, რომ დავასრულოთ ჩვენი მძევლების დაბრუნების წმინდა მისია, “ჰამასის” ლიკვიდაციაა საჭირო, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღაზა არ დაბრუნდეს, რათა საფრთხე შეუქმნას ისრაელს, რომელიც ასწავლის შვილებს ტერორიზმისთვის, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს, რომელიც აფინანსებს ტერორიზმს, რომელიც მოუწოდებს ისრაელის განადგურებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით. ამისთვის ემზადებოდნენ ჩვენი მებრძოლები ზავის დროს, “ჰამასზე” სრული გამარჯვებისთვის”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ჰამასის ლიდერის მოადგილის, სალეჰ ალ-არაურის განცხადებით, მძევლების ახალი გათავისუფლება მხოლოდ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.
“ჰამასის” ოფიციალური და საბოლოო პოზიცია არის ის, რომ მძევლების ახალი გათავისუფლება, მხოლოდ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი. ღაზაში მყოფი მძევლები მხოლოდ ჯარისკაცები და რეზერვისტი კაცები დარჩა, რომლებიც ისრაელის ჯარში მსახურობდნენ. აგრესიის საბოლოო დასრულებამდე არ იქნება მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლაზე”, – განაცხადა სალეჰ ალ-არაურიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ