რა ქონებით წავიდა თანამდებობიდან რუსლან აბაშიძე – ერთ-ერთი ვერ­სი­ით ის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში იქ­ნე­ბა

4 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუს­ლან აბა­ში­ძემ აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

“მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბო. დღეს მე ვტო­ვებ აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

2019 წლი­დან, დღემ­დე, აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ჩემს გუნდთან ერ­თად, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად ბევრ გა­მოწ­ვე­ვას ღირ­სე­უ­ლად ვუ­პა­სუ­ხეთ. სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ ბევრ ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას და გვაქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის წევ­რებს, ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კის, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის, დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პროგ­რა­მე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნად­გო­მი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო აფხა­ზე­თის უმაღ­ლეს საბ­ჭოს. მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

მად­ლო­ბას ვუხ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი და ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო აფხა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და ამავდრო­უ­ლად, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მათ სამ­სა­ხურ­ში და ერ­თად გვე­კე­თე­ბი­ნა საქ­მე, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მიგ­ვა­ახ­ლო­ებ­და მი­ზან­თან, რო­მელ­საც გა­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა წარ­მო­ად­გენს. მჯე­რა რომ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, მოხ­დე­ბა ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა – ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცია, მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემი გუნ­დის წევ­რებს, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს“, – წერს რუს­ლან აბა­ში­ძე.

  • ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის მი­ზე­ზია ის, რომ რუს­ლან აბა­ში­ძე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში იქ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, მისი მე­უღ­ლე გახ­ლავთ წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და დღეს უკვე ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი, თაკო ჩხე­ი­ძე. წყვილს, რო­მე­ლიც თით­ქმის 25 წე­ლი­წა­დია ერ­თად არის, სამი ვაჟი ჰყავს: 23 წლის სერ­გი, 15 წლის ალექ­სან­დრე და 13 წლის და­ვი­თი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ