ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქრონ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქრონ, მუდმივ რეჟიმში მიდის საუბარი მათ ოფისებში ასეთ პროვოკაციებზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, ოპოზიცია დასუსტებულია და ასეთ პირობებში ძალიან მარტივად გამოდის მათი ოფისებიდან ინფორმაცია.
„რეალურად ეს არის მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რასაც ჩვენ ვუწოდებთ და მათ ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქრონ და მუდმივ რეჟიმში მიდის საუბარი მათ ოფისებში ასეთ პროვოკაციებზე. შესაბამისად, რისკები, რა თქმა უნდა არსებობს. რესურსის გამოძებნა ამისათვის არ გაუჭირდებათ. ჩვენ, მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის.
ოპოზიცია დასუსტებულია და ასეთ პირობებში ძალიან მარტივად გამოდის ხოლმე მათი ოფისებიდან ინფორმაცია. რეალურად, მათი წიაღიდან გამოდის ეს ინფორმაცია. ეს არის ჩვენი ინფორმაციის წყარო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ ს მოგების არავითარი იმედი, მათაც აქვთ კვლევის შედეგები, ისინი არიან ორიენტირებულები ასეთი პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რაც ითქვა დღეს, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და სამართალდამცავი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, რაც დადასტურდა, მათ შორის, იმ ორ-სამ თვიანი პერიოდის განმავლობაში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ვითარების რადიკალიზაციას და რაღაც რევოლუციური პროცესების ინიციირებას. ახლაც არის ზუსტად იგივე ვითარება. სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ვითარების არევის საშუალებას ჩვენ ვერავის მივცემთ“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა

როგორც მელიას შემთხვევაში, ახლაც, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის