იყიდება თუ არა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკარგული და მოუკითხავი ნივთები – „ტავ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ტავ ჯორჯია“ დაკარგული და მოუკითხავი ნივთების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს დაკარგულ ნივთებს აეროპორტი ყიდის, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები იყიდება.
თბილისისა და ს საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა,“ – წერია განცხადებაში.