კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მიზნით ღიაა- რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება

„კანვასი – რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი .
მისივე თქმით, კანვასი ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა – რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა და ამ პროცესში მისი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდებია.
„კანვასი – რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა!
ბელორუსია, ირანი და ვენესუელა ორგანიზაცია “კანვასს” რევოლუციების ექსპორტ-იმპორტში პირდაპირ ადანაშაულებს. თავის მხრივ “კანვასი” არ უარყოფს, რომ მისი საქმიანობა “არაძალადობრივ რევოლუციებს” უკავშირდება, თუმცა მის ექსპორტს სხვა ქვეყნიდან ადასტურებს.
2011 წელს ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა გატეხა ამერიკული სადაზვერვო სპეცსამსახურის Stratfor-ის კომპიუტერული ქსელი და “კანვასსა” და მათ შორის პირდაპირი კავშირის ამსახველი დოკუმენტაცია (მიმოწერა) WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა.
ამით კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა “კანვასის”, როგორც ორგანიზაციის მიზანსა და მისიას დაგეგმოს და აწარმოოს რევოლუციური პროცესები ამის დამკვეთ ქვეყნებში.
რომ იცოდეთ “კანვასი” ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში‼️
კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იკითხება და იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა – რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა, ამ პროცესში კი მთავარი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდები არიან,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხედეთ – ღირსები ხართ, უკრაინელი ლტოლვილები, რომლებსაც გადაჰყვა საქართველოს ხელისუფლება, უკან დაგიბრუნოთ ძალიან დემოკრატიულ და აყვავებულ უკრაინაში, უბრალოდ, ქართველი ხალხი ამას არ იკადრებს

საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა, დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი, კანდიდატებს მოუსმენენ საბჭოში, უყრიან კენჭს და ვინც დააგროვებს შესაბამის ხმებს, წარედგინება პარლამენტს

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და: ჩემი ძმის დაავადება შედიოდა იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის გადავადებას. სახალხო დამცველს მივმართე, დამეხმარე მეთქი და არ შედის ჩემს უფლებებშიო