DEVOTED TO IDEAS, TO CRAFT, TO CREATIVITY AD BLACK SEA 2024 იწყება!

კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ერთწლიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება. 12-14 სექტემბერს, რეგიონის ყველაზე მასშტაბური, კრეატივის, რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი Ad Back Sea 2024, ტრადიციულად ბათუმში გაიმართება. სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება მიეცემათ. ფესტივალმა შარშან დელეგატების რეკორდულ რაოდენობას – 1300 სტუმარს უმასპინძლა. წელს ორგანიზატორები ამ რიცხვის გამეორებას გეგმავენ.
დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული 29 კომპეტენტური ჟიურის წევრი შეაფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე – დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. 2023 წლიდან ფესტივალს დაემატა მე-14-ე Young Creative-ის კატეგორიაც, რომლის მხარდამჭერი ბანკია და რომელიც მიზნად იმ ახალგაზრდა პროფესიონალის გამოვლენას ისახავს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კონკურსში მონაწილე რომელიმე პროექტში.
ტრადიციულად ფესტივალს ახალი თემა აქვს, რომლის გარშემოც იქნება აწყობილი როგორც სპიკერების გამოსვლები, ისე სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა. ფესტივალის აფიშაზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ მიძღვნაზე მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ქაოსურ და გამოწვევებით სავსე რეალობაში დარჩეს საღ გონებაზე, იყოს გულწრფელი და საკუთარი ღირებულებების ერთგული. ფესტივალის ვიზუალებზე ვხედავთ იკონური სარეკლამო რგოლებით შთაგონებულ ნახატებს, რომლებიც სტენსილით არის “დაზიანებული” და გადააზრებული. DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY.
“DEVOTED წლევანდელი ფესტივალის მთავარი სიტყვაა და შევეცდებით ჩვენი სათქმელი მკაფიოდ მივიტანოთ ფესტივალის აუდიტორიამდე.”
შარშანდლის მსგავსად, ფესტივალის კონკურსი წელსაც დახურულია რუსული და ბელორუსული სააგენტოების ნამუშევრებისთვის. რუსული აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული განსაკუთრებული პროექტიც – “დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ”, რომელიც ცნობილი გრაფიკული დიზაინერის სტეფან ზაგმაისტერის კურატორობით შეიქმნა. ზაგმაისტერი თბილისს ამ წლის მაისში, Ad Black Sea-ს მიერ ორგანიზებული პირველი თბილისის დიზაინის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდა და ამ ინიციატივასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.
დიზაინერმა უკვე შეარჩია ის ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ამ ნამუშევრებს ფესტივალის დელეგატები სექტემბერში იხილავენ.
„წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულად საინტერესო სპიკერებით არის წარმოდგენილი: ესპანელი Paco Conde-ს, რომელმაც კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა და Dove-ის Real Beauty Sketches-ის შექმნაშიც მონაწილეობდა. გავიცნობთ ბრაზილიელ Saulo Rocha-საც, რომელიც ესპანეთში მოღვაწობს და მის ანგარიშზე 450-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოა. Tanja Grubner ბრენდის მხარეს გაგვაცნობს და Libresse-ის მიერ სტერეოტიპების მსხვრევის ამბავს მოგვიყვება, გამომსვლელებს შორის იქნება Iain Tait, Old Spice-ის ცნობილი კამპანიის “Responses” შემქმნელი. სასიამოვნო შეხვედრა გველის Guillermo del Toro-ს პინოქიოსთან და თოჯინას შემქმნელთან, მეტრო ფროდაქშენი და Innocean Berlin მოგვიყვებიან როგორ მოიგეს წლევანდელ კანის ფესტივალზე პირველი გრან-პრი საქართველოს ისტორიაში, უდიდესი პატივით ვმასპინძლობთ ქართველ არტისტებსაც: ეთერი ჭკადუას, ნიკა მაჩაიძეს, მიშიკო სულაკაურს (LAMB), და რადიო თავისუფლებასთან ერთად გლობალურ და ლოკალურ მედია ლანდშაფტზე და დემოკრატიის ბედზეც ვისაუბრებთ. “ – ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ცინცაძე.
ფესტივალის პარტნიორები არიან: europop, ქარვა, ბაკურიანი, Cellfie, Extra, UN Women, Metro Production, U.S. Embassy in Georgia, D Block, Radio Liberty, Metropol, Ranina Wine, Pepsi, Lays, Maxx Power, Elit Electronics, DeLonghi, ნიკორა, Windfor’s Workshops, Biletebi.ge, VAVAVA Agency, Smugglers, ROOMS, ტენე, Bloom Music.
უკვე მერვე წელია ფესტივალის ოქროს პარტნიორია თიბისი.
მედია პარტნიორები: ფორმულა; ნეტგაზეთი; ბათუმელები; On.ge; At.ge; პუბლიკა; Forbes; BMG ; Marketer.ge
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.adblacksea.com 11 სექტემბრამდე.