ზურაბ ჭიაბერაშვილი – თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილია

თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ „ქართული ოცნება” და ა. ისინი თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან და ჩიხიდან, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს სურს, რომ გავაგრძელოთ გზა ევროკავშირის წევრობისაკენ.
„სამწუხაროდ, თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილია. ისინი თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ, ჩვენ კი საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან და ჩიხიდან, გავაგრძელოთ გზა ევროკავშირის წევრობისაკენ. და არამხოლოდ წევრობა, რომელიც აუცილებლად იქნება, არამედ წევრობის გზაზე სიარულიც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს ძალიან დიდ სარგებელს.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა ყვარელში სწორედ ამაზე ისაუბრებს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა დღეს, 18:00 საათზე, ყვარელში, ს სახლში იმ ხუთი პრიორიტეტის შესახებ ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას იზოლაციიდან გამოიყვანს, ევროკავშირის წევრობისკენ წაიყვანს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს ევროპულ კეთილდღეობას მოუტანს.

ასევე დაგაინტერესებთ