რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა – სერგეი შამბა

რუსეთმა პირველი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტა და გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ითხოვს – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.
მისი თქმით, ოფიციალურ მოსკოვში არაერთხელ გაკეთებულა განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრმა შეუსრულებელმა ვალდებულებებმა შეიძლება გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.
„მათი [სანქციების] განხორციელება პირველი სექტემბრიდან უკვე დაიწყო. შეჩერებულია უკვე სოციალური დაფინანსების ნაწილი, რომელიც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვას. თუმცა ეს რა თქმა უნდა პირველი ასეთი ნაბიჯებია. გარდა ამისა დგას ელექტროენერგიის მოწოდების საკითხი, რომელსაც ყოველ ზამთარს ვაწყდებით, ამისთვის კომერციული ტარიფი უნდა გადავიხადოთ“, – განაცხადა შამბამ გამართულ ბრიფინგზე.
ვრცლად: bm.ge