კრასნოდარის თავზე ჰსთ მუშაობდა, რუსეთი აცხადებს, რომ 2 რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთში ქალაქ კრასნოდარის თავზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა. ინფორმაცია აგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს რაკეტის მიერ დატოვებული კვამლი და ჰსთ სისტემის საბრძოლო მასალა.
ს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის დროით 18:00-ზე აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე უკრაინიდან ნასროლი მოდიფიცირებული С-200-ის ტიპის ორი რაკეტა ჩამოაგდეს.
აზოვის ზღვა კრასნოდარიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ