დარჩენილი მძევლები გათავისუფლდებიან მხოლოდ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, კომპრომისზე არ წავალთ | “ჰამასი”

ჰამასის ლიდერის მოადგილე Al Jazeera-სთან საუბარში აცხადებს, რომ მძევლების ახალი გათავისუფლება მხოლოდ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი – “ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ჩვენ ამ საკითხზე კომპრომისზე არ წავალთ“ – აცხადებს სალეჰ ალ-არაური.
მან ასევე განაცხადა, რომ ჰამასის ხელში დარჩენილი ყველა მძევალი ან სამხედრო მოსამსახურეა, ან რეზერვისტი კაცები.
ს ხელისუფლების ინფორმაციით კი, მძევლებს შორის იმყოფებიან სამოქალაქო პირები, მათ შორის ქალებიც.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი ზავი შეწყდა, მისი განახლების შესახებ მოლაპარაკებები კი ისრაელის ხელისუფლების განცხადებით ჩიხში შევიდა, რის გამოც, მომლაპარაკებელთა ჯგუფი მოსადმა კატარიდან უკან გამოიწვია.