გაეროს ექსპერტები “განგაშს” აცხადებენ იმის გამო, რომ ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა აგვისტოს თვეში 93-ს მიაღწია

2 სექტემბერს გაეროს უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ირანში, აგვისტოში, სიკვდილით დასაჯეს სულ ცოტა, 93 ადამიანი, რამაც წელიწადში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა და ის ახლა 400-ზე მეტს შეადგენს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უწყებამ “განგაში” გამოხატა ერთ თვეში სიკვდილით დასჯილთა საერთო რაოდენობის გამო – ივლისში ეს რაოდენობა 45-ს შეადგენდა – და მოუწოდა ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიკვდილმისჯილი ადამიანების სიკვდილით დასჯა.
მისი თქმით, გასულ თვეში სიკვდილით დასჯილთაგან 41 ნარკოდანაშაულის გამო იყო. “საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის ნაწილიცაა ირანი, ზღუდავს სიკვდილით დასჯის გამოყენებას “განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამო”, როგორიცაა განზრახ მკვლელობა”, განაცხადა უწყებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს