ივლისში ესპანეთში ტურისტულმა ნაკადმა ისტორიულ რეკორდს მიაღწია

ივლისში ესპანეთში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 7,3%-ით გაიზარდა და 10,851 მილიონს მიაღწია – ამის შესახებ, ქვეყნის სტატისტიკური სამსახური(INE) იტყობინება.
ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ნებისმიერი თვისთვის, დაკვირვებების მთელ ისტორიაში ანუ 1995 წლიდან.
ივლისში, ყველაზე მეტი ტურისტი ესპანეთში გაერთიანებული სამეფოდან მოვიდა – 2 მილიონზე მეტი, მეორე ადგილი საფრანგეთმა (1,62 მილიონი ტურისტი), ხოლო მესამეზე ადგილი გერმანიამ (1,25 მილიონი ტურისტი) დაიკავა.
interfax