გარდაიცვალა სამხედრო, რომელმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დამწვრობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის ძალების კაპრალი, ზურაბ ფისენკო გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კაპრალი ფისენკო აგვისტოს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. „მთავარის“ ცნობით, მაშინ მან ტანკის აალების შედეგად მიიღო სხეულის დამწვრობა.
„აქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს