გარდაიცვალა კაპრალი, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამწვრობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზურაბ ფისენკო გარდაიცვალა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კაპრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
„მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ სამინისტრომ პირველი განცხადება 8 აგვისტოს გაავრცელა.
თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს