ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკლა ჰამასის მეომარი, რომელიც ჩანდა გავრცელებულ – 7 ოქტომბრის ვიდეოში

ისრაელის სამხედროები ამტკიცებენ, რომ მოკლეს ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) მეომარი, რომელიც ჩანდა ფართოდ გავრცელებულ 7 ოქტომბერს ს სამხრეთში ჰამასის იერიშის დროს გადაღებულ ვიდეოში.
ცნობით, კადრში ჩანდა როგორც სვამდა ახლა მოკლული ჰამასელი ბოთლიდან კოკა-კოლას ყუმბარით დაჭრილი ბავშვების წინ, რომელთა მამა მანამდე იქვე მოკლა აფეთქებამ.
3 სექტემბერს სამხედროებმა ამოიცნეს ეს მეომარი როგორც აჰმედ ფოზი უადია, ჰამასის კომანდოსების ბატალიონის მეთაური და პარაპლანისტების ქვედანაყოფის წევრი. სამხედროთა თანახმად, უადია პარაპლანით ჩაფრინდა ნეტი ხა-ასარას დასახლებაში და შემდეგ მოაწყო თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე.
31 აგვისტოს, ისრაელის თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს შენობების კომპლექსზე ღაზაში, სადაც ჰამასელები მოქმედებდნენ და მოკლეს რვა მეომარი, მათ შორის უადია.

2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმის შედეგად 1200-მდე ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლობაში აღმოჩნდა, ისრაელის არმიამ წამოიწყო სახმელეთო და საჰაერო ფართო ოპერაცია ღაზის სექტორში. ამას მოჰყვა უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისი და დიდი მსხვერპლი ღაზის სექტორში, სადაც პალესტინური მხარის ინფორმაციით, 40 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ასევე დაგაინტერესებთ