ზეთისხილის ხის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1500-2000 წელს აღწევს

ზეთისხილი მეტად ძვირფასი კულტურაა, ამიტომ ყველა ქვეყანა სადაც შესაძლებელია მისი გაშენება, აწარმოებენ მის მოყვანას და საექსპორტო პროდუქციის წარმოებას. ზეთისხილი ერთ-ერთი კულტურაა, რომელიც ძვირფას მცენარეულ ცხიმს (ზეთს) იძლევა.
ზეთისხილის ნაყოფი შეიცავს 35%-მდე მაღალხარისხოვან ზეთს. ზეთი მდიდარია ძვირფასი ნივთიერებებით. შეიცავს 5,24%-ცილას, 51,9 % ცხიმს; 10,5% უაზოტო ექსტრაქტულ ნივთიერებებს; 30% წყალს და 2,34% ნაცარს. ზეთისხილისაგან მარტო ზეთს როდი ღებულობენ, მისი როგორც მწიფე, ისე დაუმწიფებელი მწვანე ნაყოფებისაგან მზადდება მწნილები, მარინადები და კონსერვები.
ზეთისხილისებრთა სახეობებიდან ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს კულტურულ ზეთისხილს, თუმცა არსებობს საკმაოდ გავრცელებული ველური ზეთისხილი (Olea Oleaster).
კულტურული ზეთისხილის ხე მარადმწვანეა, სიმაღლით აღწევს 5-8, ზოგიერთ შემთხვევაში 15-22 მეტრს. ვარჯი უმეტეს შემთხვევაში გაშლილია, ხშირად ოვალური და არასწორი, უხვად შეფოთლილია. ფოთლები ლანცეტისებურად მოგრძო ოვალური ფორმის, კიდემთლიანი და ტყავისებურია. ზეთისხილის ფოთლები წყლის ნაკლებობას იტანს, ამიტომაცაა, რომ ზეთისხილის ძირითადი სამრეწველო ფართობები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშია წარმოდგენილი. ყვავილი ორსქესიანია, ნაყოფი კურკოვანია, ოვალური ფორმის, იშვიათად მომრგვალო, ჯერ მწვანე, შემდეგ მოწითალო, ხოლო მომწიფებისას მოლურჯო შავი შეფერილობით. ჯიშების მიხედვით წონა 4-15 გრამამდე.
ზეთისხილის ბიოეკოლოგიური თავისებურებანი
ზეთისხილის მცენარე გამოირჩევა სიცოცხლის ხანგრძლივობით, რაც დაახლოებით 1500-2000 წელს აღწევს. ზეთისხილი სითბოს მოყვარული, მშრალი სუბტროპიკული ჰავის მცენარეა, მოითხოვს ხანგრძლივ ცხელ ზაფხულს და ტენიან გრილ ზამთარს. მისი ყინვაგამძლეობა -17-200. ფარგლებშია. ზეთისხილის ნორმალური ზრდისა და ნაყოფის დასამწიფებლად საჭიროა აქტიურ ტემპერატურათა ჯამი – 4500-50000. ყვავილობისა და გამონასკვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 22-280. ზეთისხილი ნორმალურად ვითარდება და მსხმოიარობს იქ, სადაც ნალექების წლიური ჯამი 600-700 მმ-ია. ზეთისხილისათვის საუკეთესოა კარგად დრენირებული ქვეთიხნარი, ქვექვიშნარი, წყალგამტარი, ფხვიერი და ჰუმუსიანი ნიადაგები.
ზეთისხილი ცუდად ვითარდება და თითქმის არ მსხმოიარობს მჟავე ნიადაგებზე. დასავლეთ საქართველოში ზეთისხილის სუსტი განვითარების და მოუსავლიანობის ძირითადი მიზეზები სწორედ ბევრი ნალექები და ნიადაგის მჟავე რეაქციაა, თუმცა ერთეული ნარგაობის სახით ეს კულტურა მაინც გვხვდება ამ ზონაში, როგორც საუკეთესო მარადმწვანე დეკორატიული მცენარე. ზეთისხილის გავრცელებას დიდი არეალი აქვს. მისი გავრცელების საზღვარია ჩრდილო განედის 450 და სამხრეთ განედის 370. სამრეწველო ნარგაობები ყველაზე მეტადაა წარმოდგენილი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. პირველი ადგილი უჭირავს ესპანეთსა და იტალიას, ბევრია აგრეთვე საბერძნეთში, პორტუგალიაში, თურქეთში, ტუნისში და სხვა.
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის მოსახლეობა ხშირად სვამს კითხვებს ზეთისხილის გაშენების, მოვლა-მოყვანისა და ექსპლოატაციის საკითხებზე, აქვე განმარტავენ იმასაც, რომ ამ დალოცვილ მიწაზე ჩაი, ციტრუსი და მრავალი სხვა სუბტროპიკული კულტურა ხარობს და ზეთისხილი რატომ არ უნდა ხარობდესო.
საქართველოში ზეთისხილი რამდენიმე ასეული წლის წინათ იყო ცნობილი, ურთას მთაზე, ასევე ცალკეული ხნიერი ხეები გვხვდება ბაღდათში, ჩოხატაურში, სენაკში, ხობში, თერჯოლაში, ახალ ათონში, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. გასული საუკუნის 40-50 წლებში ს ტერიტორიაზე არსებობდა ახალი ათონის ზეთისხილის ფსირცხის საბჭოთა მეურნეობა. ასევე ზეთსხილის საუკუნოვანი ხეებითაა გარემოცული ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი.
ვრცლად იხილეთ: agrokavkaz.ge