ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მეტად ამბულატორიული და საავადმყოფოების მომსახურება გაძვირდა

2024 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯანდაცვის სერვისები და პროდუქცია 1,1 %-ით გაძვირდა, რაც შეეხება ზრდას წინა თვესთან შედარებით, ის უმნიშვნელოა და 0,4%-ს შეადგენს.
ყველაზე მეტად, 3%-ით, ფასებმა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე მოიმატა, ასევე, 2,8%-თაა გაძვირებული საავადმყოფოების მომსახურება.
გარდა ამისა, 0,2%-ია ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფში.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.0 პროცენტი შეადგინა.
წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად (-12.7%) კავშირგაბმულობა გაიაფდა, ხოლო გაძვირება ტრანსპორტი-სასტუმროების და კაფე-რესტორნების ქვეჯგუფში დაფიქსირდა, სადაც ზრდა შესაბამისად,7,4% და 7,3%-ია.