ნორვეგიაში ელექტრომობილების გაყიდვებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ნორვეგიაში ელექტრომობილების გაყიდვებმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ელექტრომობილებმა შეადგინა აგვისტოში ქვეყნის მცხოვრებლების მიერ შეძენილი ახალი მანქანების 94%.
„ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ AFP ნორვეგიის საგზაო ფედერაციის (OFV) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ნორვეგიელებმა აგვისტოში 10,480 ახალი ელექტრომობილი შეიძინეს, წლის დასაწყისიდან კი მათი საერთაო რაოდენობა 68,435-მდე გაიზარდა.