მკვლელობა მოწმის გარეშე და დუმილი, რომელსაც სავარაუდო დამნაშავე არ არღვევს – ნაჯახით ჩადენილი მკვლელობის მოტივად მუდმივი კონფლიქტი სახელდება

წალკის რაიონის სოფელ ბედიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივად მუდმივი კონფლიქტი სახელდება. სასამართლოში პირველი წარდგინებისას ირკვევა, რომ 47 ვოსკან ვოსკანიანმა 53 წლის მეზობელს ჭრილობები ნაჯახით, თავის არეში მიაყენა, მკვლელობის შემდეგ კი, ნაჯახი და ეკა გულაშვილის მობილური ტელეფონი გადამალა. საბრალდებო სკამზე მჯდომი მამაკაცი და მსხვერპლი ქალი ერთმანეთის მეზობლები და თანამშრომლები იყვნენ. ისინი წალკის ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთად მუშაობდნენ.
დუმილი დაკავებულს ახლა ერთადერთ გამოსავლად ეჩვენება. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული არაფერს ამბობს, მათ შორის – არც მოსამართლის თანდასწრებით.
მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს, შესაბამისად, სიმართლე მხოლოდ უკვე ბრალდებულის სტატუსის მატარებელმა ვოსკან ვოსკანიანმა იცის. ადვოკატის მეშვეობით ვიგებთ, რომ ბრალდებული ერთს ამტკიცებს – მკვლელობა თავდამსხმელის მოგერიების მიზნით ჩაიდინა, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე გარემოება: მამაკაცი, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელობის ადგილს ტოვებს, იღებს ნაჯახს და მოკლულის ტელეფონს, რომლებსაც საკუთარ ეზოში მალავს. სწორედ აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ მსხვერპლის ტელეფონი ბრალდებულისთვის საინტერესო ინფორმაციას ინახავს.
დაცვის მხარის მცდელობა, რომ ვოსკან ვოსკანიანმა სასამართლოს გზით მძიმე დანაშაულზე შედარებითი მსუბუქი სასჯელი მიიღოს, ჯერჯერობით, არასაკმარისი აღმოჩნდა მოსამართლისთვის. აღკვეთის ღონისძიებაზე ქრისტინე კოპალიანმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.
წალკის რაიონის სოფელ ბედიანში – იქ, სადაც დღეს უმძიმეს ტრაგედიას გლოვობენ, მომხდარის დაჯერება ჯერ კიდევ უჭირთ. სასტიკად მოკლული ეკა გულაშვილი დღეს დაკრძალეს.
დაკავებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს, მანამდე კი, მორიგი სხდომა 24 იანვარს ჩაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ფოჩხუა: რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა. ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე

გიორგი ჩაკვეტაძე ორბელიანზე მომხდარ ინციდენტზე: “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან. მსგავსი სიუჟეტებითა და დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი

ედიშერ გვენეტაძე ქართულ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებენ: რატომ ეწევიან საქართველოსათვის საზიანო პროპაგანდისტულ საქმიანობას ფაქტობრივად ქვეყნისათვის გამოუცხადებელი საომარ მდგომარეობაში ყოფნის დროს?

საეჭვოა, ამათ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი ამოძრავებდეთ. სხვა შემთხვევაში, მათი გასაღების მთავარი ბაზარი დღესაც ევროპაში იქნებოდა და არა რუსეთში – გიორგი ცუცქირიძე რუსულ ბაზარზე ოპერირებად ქართულ კომპანიებზე