ვლადიმერ პუტინი – რუსეთისთვის მონღოლეთთან ურთიერთობა პრიორიტეტია

მონღოლეთთან ურთიერთობა სთვის პრიორიტეტია, ახლა ორი ქვეყნის წინაშე ურთიერთობების დივერსიფიკაციის ამოცანა დგას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მონღოლეთის პრემიერ-მინისტრთან, ოიუნ-ერდენე ლუვსანამსრაისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დღეს რუსეთისთვის მონღოლეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ ვაფასებთ იმ ყურადღებას, რომელსაც მონღოლეთის მთავრობა და თქვენ პირადად აქცევთ მათ თანმიმდევრულ გაძლიერებას“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მთავარი ამოცანა ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციაა.
„გვაქვს თანამშრომლობის განვითარების კარგი შესაძლებლობები. ჩვენ მხარს დავუჭერთ რეგიონთაშორისი კონტაქტების შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.